spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბოლნისის მუნიციპალიტეტში 34 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტში 34 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

 

“მთავარის” ინფორმაციით, სოფელ მამხუტში მამაკაცი გაურკვეველმა პირებმა რამდენიმე დღის წინ სახლიდან გაიტაცეს, მოგვიანებით კი თანასოფლელებმა მისი ცხედარი სოფლიდან მოშორებით, ტყეში იპოვეს.

 

მოკლულს მრავლობითი დაზიანებები მთელ სხეულზე აღენიშნება.

 

ადგილობრივების თქმით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი წამებით არის მოკლული.

 

გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ამ დროისთვის დაკავებული არავინ არის.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები