spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბოლნისის ცენტრალურ კლინიკასთან საპოლიციო ძალები კვლავ მობილიზებული არიან

ბოლნისში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ბოლნისის ცენტრალურ კლინიკასთან საპოლიციო ძალები კვლავ მობილიზებული არიან.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ვითარების კონტროლის მიზნით ადგილზე კვლავ რჩებიან.

ბოლნისის ერთ-ერთ სოფელ ნახიდურში ავტომობილი ორ მოზარდს გზაზე გადასვლის დროს დაეჯახა. შემთხვევას ორივე მათგანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მომხდარმა დაპირისპირება გამოიწვია. ადგილობრივები მძღოლის მათთვის გადაცემას და დასჯას მოითხოვდნენ.

ვითარების დაძაბვის გამო ადგილზე საპოლიციო ძალების  მობილიზება გახდა საჭირო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები