ბოლნისის მუნიციპალიტეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების ნაწილი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.
საარჩევნო პროცესში 20 სოფლის 30-მდე კოორდინატორი აღარ ჩაერთვება.
ისინი აცხადებენ, რომ პარტიაში პატივს არ სცემენ. მათი თქმით, საარჩევნო სიაში არც ერთი ის ადამიანი არ მოხვდა, რომლებიც პარტიის ერთგულები არიან და წინა არჩევნებზე აქტიურად იყვნენ ჩართული პროცესებში.