Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 691 პირი ემსხვერპლა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 23 169 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 422 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 158 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.82%