დიდი ბრიტანეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მიერ ჩატარებული პირველადი კვლევების საფუძველზე ირკვევა, რომ „ომიკრონის“ ტალღით გამოწვეული ინფიცირების შემთხვევები შედარებით მარტივ ფორმებში მიმდინარეობს.
სამხრეთ აფრიკასა და დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევების ფარგლებში მოპოვებული მონაცემების მიხედვით, „ომიკრონის“ შტამით ინფიცირებულები გაცილებით ნაკლებად საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას, სხვა არსებულ ვარიანტებთან შედებით, რამაც დიდ ბრიტანეთში პაციენტების ნაკლებობა გამოიწვია ჰოსპიტალებში.
მიუხედავად მიღებული შედეგებისა, მეცნიერებს კვლავ მიაჩნიათ, რომ ახალი შტამი განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან დიდი სისწრაფით ვრცელდება, რასაც შესაძლოა ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა მოყვეს, თუ ინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდულ მაჩვენებელზე ავა.
მკვლევარების თქმით, „ომიკრონის“ შტამის დეტალრი შესწავლით ქვეყნებს შესაძლებლობა მიეცემათ შტამთან ბრძოლის ახალი მექანიზმების შესამუშავებლად.