spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორელი – დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა არ აღნიშნეს, რომ არჩევნები იყო თავისუფალი, ეს ითხოვს გამოძიებას

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები სერიოზული დარღვევით აღინიშნება, რაც უნდა იყოს გამოძიებული გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშის  წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს წინ გადადგმულ ნაბიჯად “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონისა და “ოჯახური ღირებულებების” კანონის გაუქმება ჩაითვლება.

“ჩვენ განვიხილეთ ვითარება ქვეყნებში, რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება. 2019 წელს იყო 5 კანდიდატი ქვეყანა, დღეს კი არის 9 და ერთიც პოტენციური კანდიდატი. ეს ცხადყოფს, რომ ევროკავშირი იზიდავს ადამიანებს, მეზობლებს, ქვეყნებს. ეტაპობრივი ინტეგრაცია წინ მიდის.

რამდენიმე ქვეყანას მინდა გავუსვა ხაზი სპეციფიკურ ვითარებასთან დაკავშირებით. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები სერიოზული დარღვევით აღინიშნება, რაც უნდა იყოს გამოძიებული გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად. მე არ ჩამოვთვლი ამ დარღვევებს, მაგრამ გახლავთ ბევრი და მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა არ აღნიშნეს, რომ არჩევნები იყო თავისუფალი, ეს ითხოვს გამოძიებას, რათა ნათელი მოეფინოს –  რა მოხდა. კონსოლიდირებულ ტენდენციას ვხედავთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ბოლო თვეებში, რომ ქვეყანა შორდება ევროპულ გზას. ჩვენ ვთავაზობთ ნათელ გზას, რომ კვლავ მოხდეს დაახლოება ევროკავშირთან.

კანონის გაუქმება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, რასაც უარყოფოთი გავლენა ჰქონდა, იგივე ეხება “ოჯახის ღირებულებების” კანონსაც – ეს იქნება პირველი მაჩვენებელი საქართველოს მხრიდან შესაბამისი ნაბიჯების. მნიშვნელოვანია, ყურადღებით დავაკვირდეთ იმ მოვლენებს, რომელიც მოხდება შემდეგ დღეებში”, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები