spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორელი – ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობს რუსეთი უკრაინის განადგურებას

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი დაუანონსებელი ვიზიტით ოდესაში ჩავიდა.

 

მან რამდენიმე თვის წინ რუსების მიერ დანგრეული ოდესის ფერისცვალების ტაძარი დაათვალიერა.

 

“ოდესა მშვენიერი ისტორიული ქალაქია. ის უნდა იყოს ახალ ამბებში მისი ცოცხალი კულტურის და სულისკვეთების, მრავალეთნიკური საზოგადოების, მისი სილამაზისა და ისტორიის გამო, მაგრამ ის პუტინის ომის ხშირი სამიზნეა, რომელიც ანადგურებს პორტის ინფრასტრუქტურას და უძველეს ეკლესიებს. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობს რუსეთი უკრაინის განადგურებას”, – წერს ბორელი “ტვიტერზე”.

 

მისივე თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს რუსეთის ბარბაროსობის შედეგად განადგურებული ადგილების აღდგენას.

 

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, უკრაინას აქვს სრული უფლება დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან და აღადგინოს სრული კონტროლი მის ტერიტორიაზე.

 

ბორელის თქმით, მისი ვიზიტი ოდესაში არის იმის დემონსტრირება, რომ ევროკავშირი მხარს დაუჭერს უკრაინას ბრძოლაში ფინანსური და სამხედრო რესურსებით.

 

ბოლო თვეების განმავლობაში ოდესა არაერთხელ გახდა რუსების სამიზნე. ოკუპანტები ცდილობენ გაანადგურონ სულ უფრო მეტი მოსავალი, რათა უკრაინამ ჰუმანიტარული დახმარება არ გაუგზავნოს ქვეყნებს, რომლებსაც ეს სჭირდებათ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები