spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორელი – ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, უერთგულოს ვალდებულებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერის თაობაზე

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, უერთგულოს ვალდებულებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერის თაობაზე, – აცხადებს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი.

 

“ეს კანონი შეუსაბამოა ევროკავშირის ფასეულობებთან და სტანდარტებთან. იგი ეწინააღმდეგება საქართველოს გამოცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რასაც საქართველოს მოქალაქეთა დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. მის დამტკიცებას შეიძლება სერიოზული გავლენა ჰქონდეს ჩვენს ურთიერთობაზე. 

 

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, უერთგულოს ვალდებულებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერის თაობაზე და შეახსენებს, რომ ადამიანებს აქვთ მშვიდობიანი პროტესტის უფლება”, – აცხადებს ბორელი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები