spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორელი – ევროკავშირი მზად უნდა იყოს მხარი დაუჭიროს უკრაინას, თუ აშშ-ის დახმარება შემცირდება

ევროკავშირი მზად უნდა იყოს, მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსეთთან ომში, თუ შეერთებული შტატების დახმარება შემცირდება, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

 

მან აღნიშნა, რომ ერთიანი ევროპა მრავალი პრობლემისა და გამოწვევის წინაშე დგას, მათ შორის პირველ ადგილზეა უკრაინის მხარდაჭერა.

 

“ჩვენ გვაქვს ბევრი პრობლემა, რომელიც გამოცდის ევროკავშირს. უპირველეს ყოვლისა, უკრაინა, სადაც რუსეთზე გამარჯვების პერსპექტივა არ არის მყისიერი. ჩვენ, ევროპელები, ვისაც ამის საჭირო საშუალებები გვაქვს, მზად უნდა ვიყოთ, პოლიტიკურად რომ ვთქვათ, გავაგრძელოთ უკრაინის დახმარება, იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის მხარდაჭერა სავარაუდოდ, შემცირდება“, – განაცხადა ბორელმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები