spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორელი – გურიაში გარდაიცვალა ბავშვი მეწყრის გამო დღეს და ეს ძალიან მტკივნეულია

ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა გურიაში, სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა.

 

“ნება მიბოძეთ, გამოვხატო გულისტკივილი, გურიაში გარდაიცვალა ბავშვი მეწყერის გამო დღეს და ეს ძალიან მტკივნეულია. ძალიან მაწუხებს ფაქტი, რომ ხალხი იძებნება. იმედია, ჯანმრთელს ვიპოვით ყველას“, – აღნიშნა ბორელმა.

 

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მაშველებმა ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს, დაკარგული ორი პირის მიმართ კი საძიებო სამუშაოები გრძელდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები