საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს.
“კატეგორიულად ვგმობ ძალადობას საქართველოში მომიტინგეების მიმართ, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრაციას ახორციელებდნენ “უცხო გავლენის აგენტების” კანონის წინააღმდეგ. საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, მოვუწოდებ მის ხელისუფლებას, უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების უფლება. მის დასათრგუნად ძალის გამოყენება მიუღებელია”, – წერს ბორელი.
1 მაისის ღამეს სპეცრაზმმა პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები სპეცსაშუალებებით დაშალა, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, ნაცემია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. დაკავებულია აქციის 63 მონაწილე.