spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორელი – მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ვენეციის კომისიის რეკომენდაცია

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი “ქართულ ოცნებას” ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესრულებისკენ მოუწოდებს.

 

“ვენეციის კომისია მტკიცედ ურჩევს საქართველოს, გააუქმოს კანონი “უცხოური გავლენის კანონი” არსებული ფორმით.

 

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეასრულოს ეს რეკომენდაცია საქართველოს დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტების დაცვის მიზნით”, – წერს ბორელი სოციალურ ქსელში. 

 

ვენეციის კომისიამ დასკვნა 21 მაისს გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ “ვენეციის კომისია იძლევა მტკიცე რეკომენდაციას კანონის არსებული ფორმით გაუქმების შესახებ, რადგან მისი ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს გამოხატვის თავისუფლებებზე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაზე, საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის უფლებაზე, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვაზე“.

 

“ვენეციის კომისიამ გააანალიზა კანონის შესაბამისობა მოქმედ საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან, მსგავს საკითხზე მის მრავალ წინა მოსაზრებებში შემუშავებულ პრინციპებზე დაყრდნობით. იგი ასკვნის, რომ კანონით დადგენილი შეზღუდვები გამოხატვის თავისუფლების, შეკრების თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით, შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მკაცრ კრიტერიუმებთან, რომლებიც გაწერილია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტში და მე-11 მუხლის მე-2 პუნქტსა და სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის 17(2), მე-19(2) და 22(2) მუხლებში, რამდენადაც ისინი არ აკმაყოფილებენ კანონიერების, ლეგიტიმურობის, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნებს, ისევე როგორც დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს, რომელიც გაწერილია ECHR-ის მე-14 მუხლში”, – აღნიშნულია დასკვნაში.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები