spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორელი – რაც არ უნდა თქვას ბატონმა ორბანმა თავისი ვიზიტის დროს, ის არ წარმოადგენს ევროკავშირს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ის ევროკავშირს არ წარმოადგენს.

“უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი დღეს საქართველოში ჩასვლას აპირებს. დიდი ალბათობით იმისთვის, რომ საკუთარი მხარდაჭერა დაუდასტუროს საქართველოს ხელისუფლებას. რაც არ უნდა თქვას ბატონმა ორბანმა თავისი ვიზიტის დროს, ის არ წარმოადგენს ევროკავშირს”, – განაცხადა ბორელმა ესპანურ რადიოსთან საუბარში.

საქართველოში 28-29 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ჩამოდის.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები