spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორელი – საჭიროებები უზარმაზარია და უნდა მოვახდინოთ თანმიმდევრულობის განსაზღვრა, ყველა წევრი ქვეყანა ერთხმად შეთანხმდა ამაზე

ევროკავშირში უკრაინელი სამხედროების გადამზადებისთვის სასწავლო მისიის შექმნაზე შეთანხმდნენ. 

 

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა პრაღაში თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა,  რომ ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები უკრაინის გვერდით დგანან და მზად არიან, გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.

 

“საჭიროებები არ გულისხმობს მხოლოდ სამხედრო აღჭურვილობით მომარაგებას. საჭიროებები ასევე გულისხმობს მათი ძალების გარდაქმნას, თუ როგორ უნდა აწარმოონ ომი, ჯარისკაცების გადამზადებას. მზად არის რამდენიმე საწვრთნელი ინიციატივა, თუმცა საჭიროებები უზარმაზარია და უნდა მოვახდინოთ ამ საჭიროებების თანმიმდევრულობის განსაზღვრა. ყველა წევრი ქვეყანა ერთხმად შეთანხმდა ამაზე და ასევე იმაზე, რომ დაიწყონ მუშაობა ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიის პარამეტრების განსაზღვრაზე უკრაინისთვის“, – განაცხადა ბორელმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები