spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორელი – უსინდისობის მწვერვალია, ზელენსკის დააბრალო ომის დაწყება და გინდოდეს მიიტაცო უკრაინის მინერალური რესურსები დახმარების სანაცვლოდ

ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.

“უსინდისობის მწვერვალია, ზელენსკის დააბრალო რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყება, რომ ის დიქტატორია, რომ 4% უჭერს მხარს და გინდოდეს მიიტაცო უკრაინის მინერალური რესურსები დახმარების სანაცვლოდ.

ზელენსკი მისი ქვეყნის წინააღმდეგობის ლიდერია, რომელსაც თავს რუსეთი დაესხა და ის იმსახურებს პატივისცემას, რომ ცილი არ დასწამოს იმ ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ მისი მთავარი მხარდამჭერი იყო”, –  წერს ბორელი.

ტრამპმა ზელენსკის “დიქტატორი არჩევნების გარეშე” უწოდა. მან ასევე განაცხადა, რომ ზელენსკის მხარდაჭერა უკრაინელებს შორის “4%-ია”, თუმცა, ბოლო გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 57% ენდობა ზელენსკის.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები