spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორელი – ვფიქრობ, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვხვდებით, რომ საომარ სიტუაციაში ვართ

მე ვფიქრობ, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვხვდებით, რომ საომარ სიტუაციაში ვართ, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

 

“არ მგონია, რომ ევროპაში უმაღლეს პოლიტიკურ, საშუალო დონეზე მყოფი პირები და ზოგადად, საზოგადოება ხვდება, რომ ჩვენ ვართ იმ სიტუაციაში, რომელიც რადიკალურად განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. დღეს ვერ იტყვი, კი ბატონი, მაგრამ, მოდი, დავიცადოთ და ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგ სხდომაზე გადავწყვიტოთ, ერთ თვეში. არა, რადგანაც სამ თვეში შეიძლება, ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყოს ბრძოლის ველზე. ჩვენ ვერ დაველოდებით ევროპარლამენტის არჩევნებს და ვერ დავიწყებთ მეტ დეტალებში ჩაღრმავებას. ეს პოლიტიკის სხვა განზომილებაა.

 

ამ სიტუაციაში ხალხი უფრო მეტად სწრაფი, მოქნილი უნდა იყოს. ჩვენ გვაქვს ბევრი სტრატეგია, მაგრამ ძალიან ცოტა მოქმედება“, – განაცხადა ბორელმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები