რუსეთი გაიგივებულია პუტინის ქვეყანასთან, ეს არის სახელმწიფო, რომელმაც თავის თავის კომპრომეტირება მოახდინა, – ამის შესახებ რუსეთში მოღვაწე, წარმოშობით ქართველმა მწერალმა ბორის აკუნინმა განაცხადა.
მისი თქმით, პუტინი ხეპრე და უვიცი ადამიანია, რომელიც თავის თავს ღმერთად და მეფედ მიიჩნევს.
“ამბობენ, რომ ძალიან ხეპრე და უვიცია, გაუგია ისე ზოგადად, რომ სადღაც რაღაც ინტერენეტი არსებობს, იცის, რომ არის, მაგრამ ის ცხოვრობს სამყაროში, სადაც საქაღალდეები არის, საქაღალდეებს კი ისე ადგენენ, რომ მას მოეწონოს. ამის გარდა უყურებს საკუთარ შექმნილ ტელევიზიას, სადაც იმას ამბობენ, რაც მოეწონება. ასეთი შეკრული წრე არის.
ყველა დიქტატორი, ვინც მის გამოგონილ საპნის ბუშტში ცხოვრობს, კადაფივით, ჰგონია, რომ ირგვლივ ყველა არარაობაა, თვითონ პირდაპირი რეისით არის დაკავშირებული ღმერთთან, სატელეგრაფო კავშირის აქვს, პირდაპირი. ჰგონია, რომ თვითონ არის ღმერთიც მეფეც და ყველაფერი“- განაცხადა აკუნინმა.
მისი თქმით, პუტინმა ამ ომით რუსეთის სახელმწიფოს აღსასრული მოაახლოვა და არა უკრაინის.
“ვლადიმერ პუტინი ახლა ცდილობს უკრაინული სახელმწიფოს დაშლას, უკრაინული სახელწიფო ამ კატასტროფიდან უფრო გაძლიერებული გამოვა, ვიდრე ამ კატასტროფამდე იყო, იმიტომ რომ მთელი მსოფლიო თანამეგობრობა დაუდგება გვერდით. რაც შეეხება რუსეთს, აქ ყველაფერი იქნება ძალიან ცუდად, რადგან ის გაიგივებულია პუტინის ქვეყანასთან. ეს არის სახელმწიფო, რომელმაც თავისი თავის კომპრომეტირება მოახდინა. ეს დროშაც კი აღარ იარსებებს სამფეროვანი. შეიძლება რუსეთის ფედერაცია არ იყოს, იქნება სხვა სახელმწიფო, ექნება სხვა გერბი და სხვა დროშა. ჩემთვის ამაზე საუბარი მტკივნეულია, რადგან ამ ქვეყნის დაბადებაში ვიღებდი მონაწილეობას, 1991 წელს იქ ვიყავი, როდესაც წითელი სისხლიანი საბჭოთა დროშის ნაცვლად ეს სამფეროვანი დროშა მოგვქონდა. ხალხი აღტაცებული იყო და 30 წლის თავზე ყველაფერი ეს როგორ სულელურად, უაზროდ და სამარცხვინოდ მთავრდება.
ვფიქრობ, რომ მას მისი გარემოცვა მოიშორებს, ან უბრალოდ, რევოლუცია იქნება, რადგან სხვა არჩევანი არ ექნებათ. როდესაც არ არსებობს თავისუფალი არჩევანი ხელისუფლება ძალადობრივი მეთოდებით იცვლება“, – განაცხადა აკუნინმა „ტვ პირველთან“ სატელევიზიო ჩართვისას.