spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ბორის ჩელე ყურუა – მაქვს განცდა, რომ თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას

ალოგიკური იქნება, ითხოვდე ახალ საპარლამენტო არჩევნებს და მონაწილეობას იღებდე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ბორის ჩელე ყურუამ განაცხადა.

მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, დიდი ალბათობით, ყველა პარტია მიიღებს.

“არ არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც შეუძლია, ივაჭროს  “ქართულ ოცნებასთან “. ვიღაცას შეუძლია თქვა, რომ ამას გააკეთებს, მაგრამ არ აქვთ ფიზიკურად ამის რესურსი. დანარჩენს რაც შეეხება, მკაფიო პასუხის გაცემა უნდა ყველას და რატომ არ არსებობს მკაფიო პასუხი, არ ვიცი. ალბათ იმიტომ, რომ არ შეთანხმებულან ოპოზიციური პარტიები და დასამალი არაფერი არის, რომ ყველა ელოდება სხვას, რომ პირველმა იმან თქვას.

მე მაქვს განცდა იმ მწირი პოლიტიკური გამოცდილებიდან, რაც დავაგროვე, რომ თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ეს ეყრდნობა იმ რიტორიკას, რაც აქვთ ხოლმე ამ პარტიის წარმომადგენლებს, თუმცა აქვე ალოგიკური იქნება, ითხოვდე ახალ საპარლამენტო არჩევნებს და მონაწილეობას იღებდე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში”, – განაცხადა ბორის ჩელე ყურუამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები