spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორის ყურუა – ოპოზიცია რასაც აკეთებს ამ შემთხვევაში, მეტი რამის გაკეთება, მგონია, რომ ფიზიკურად შეუძლებელია

ჩვენ გვაქვს ინფორმაციები, რომ იყვნენ სპეციალურად გაწვრთნილი პირები არჩევნებზე, რომლებიც აწვდიან ინფორმაციას “ქართულ ოცნებას“ იმის შესახებ, თუ ვინ მისცა მათ ხმა და ვინ გაბედა მათთვის მხარი არ დაეჭირა, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა ბორის ჩელე ყურუამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ქვეყანაში საამაყო არჩევნები არასდროს არ ჩატარებულა, ყოველთვის იყო ხარვეზები, მაგრამ არც არასდროს ჩატარებულა არჩევნები, სადაც კაბინიდან გამოსულ ამომრჩევლის ბიულეტენზე დაკვირვებით შეეძლო ვინმეს, რომ გაერკვია ვის მისცა მან ხმა.

“ოპოზიცია რასაც აკეთებს ამ შემთხვევაში, მეტი რამის გაკეთება, მგონია, რომ ფიზიკურად შეუძლებელია. ეს გახლავთ გამომძიებლის როლის მორგება, მტკიცებულებების შეგროვება და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაცია, საკითხის ახსნა და მათთვის ჩვენი კონტექსტის დანახება. გასაგებია, რომ ისინი შეიძლება ჩვენზე გამოცდილი პოლიტიკოსები იყვნენ, ზოგადად საერთაშორისო პოლიტიკაში, თუმცა საქართველოს კონტექსტი და ქართული რეალობა არის ნამდვილად, რაღაც, რაც უნდა აუხსნა ხოლმე უცხოელებს, რომ მართლა ჩასწვდნენ არსს. ამ ქვეყანაში საამაყო არჩევნები არასდროს არ ჩატარებულა, ყოველთვის იყო ხარვეზები, ვერც ერთ არჩევნებზე ვერ ვიტყვით იმას, რომ ამ არჩევნებით ხალხის ნება მაქსიმალურად გამოიხატა, მაგრამ არც არასდროს ჩატარებულა არჩევნები, სადაც კაბინიდან გამოსულ ამომრჩევლის ბიულეტენზე დაკვირვებით შეეძლო ვინმეს, რომ გაერკვია ვის მისცა მან ხმა.

ჩვენ გვაქვს ინფორმაციები, რომ იყვნენ სპეციალურად გაწვრთნილი პირები არჩევნებზე, რომლებიც აწვდიან ინფორმაციას “ქართულ ოცნებას“ იმის შესახებ, თუ ვინ მისცა მათ ხმა და ვინ გაბედა მათთვის მხარი არ დაეჭირა. ოპოზიცია ხალხთან ერთად გააკეთებს ყველაფერს, რომ ეს ხმები დაიცვას“, – განაცხადა ბორის ჩელე ყურუამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები