spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ბორის ყურუა – საუბრობენ ისე, რომ თითქოს ოკუპანტი არის არა რუსეთი, არამედ ამერიკა, დასავლეთი და “გლობალური ომის პარტია”

კობახიძე რუსეთზე საერთოდ არ საუბრობს, გამომდინარე იქიდან, რომ მის უფროსებს არ უნდათ, ჩვენ ვახსენოთ რუსეთი უარყოფით კონტექსტში. ისინი საუბრობენ ისე, რომ თითქოს ოკუპანტი არის არა რუსეთი, არამედ ამერიკა, დასავლეთი და “გლობალური ომის პარტია”, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა ბორის ჩელე ყურუამ განაცხადა.

მისივე თქმით, იმის ნაცვლად, რომ კობახიძემ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ისაუბროს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, ის რუსეთს საერთოდ არ ახსენებს.

“როცა მას აქვს შესაძლებლობა, რომ მსოფლიოს გააგებინოს, რომ რუსეთი არის ოკუპანტი,  ჩვენ როგორი დამოკიდებულება გვაქვს რუსეთთან, რომ უკრაინამდე ჩვენ დაგვჩაგრეს და სინამდვილეში, რუსული აგრესიის მთავარი მსხვერპლი საქართველოა, საქართველოა ის, ვინც დაიწყო წინააღმდეგობა, ამის ნაცვლად, კობახიძე რუსეთზე საერთოდ არ საუბრობს, გამომდინარე იქიდან, რომ მის უფროსებს არ უნდათ, ჩვენ ვახსენოთ  რუსეთი უარყოფით კონტექსტში. ჯერ არ არის იქამდე მისული, რომ რუსეთზე დადებით კონტექსტში ისაუბროს, მაგრამ ჩვენ ყველა ვხვდებით, რომ ადგილობრივ ლოკალურ ტელევიზიებთან ისინი საუბრობენ ისე, რომ თითქოს ოკუპანტი არის არა რუსეთი, არამედ ამერიკა, დასავლეთი და “გლობალური ომის პარტია”, – განაცხადა ბორის ჩელე ყურუამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები