spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორის ცილევიჩი – მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა უკანონო გადაწყვეტილებაა

ბრიუსელი: ლატვიის სეიმის დეპუტატის ბორის ცილევიჩის განცხადებით, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა უკანონო გადაწყვეტილებაა.

 

“ეს იქნება უკანონო საერთაშორისო და უკრაინის კანონმდებლობის თანახმად იქამდე, ვიდრე სააკაშვილი სხვა ქვეყნის მოქალაქეობას არ მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ხდება აპატრიდი, ანუ მოქალაქეობის არმქონე პირი. არ მაქვს ინფორმაცია, რომ მას უკრაინის მოქალაქეობის გარდა, სხვა მოქალაქეობა აქვს”, – განუცხადა  Front News-ს ცილევიჩმა.

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მოქალაქეობა ჩამოართვა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები