ესპანეთის ქალაქ ტორელავეგაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები “რაგბი ევროპას” ფარგლებში ესპანეთის ეროვნულ გუნდს ესტუმრა და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 41:3 დაამარცხა.
“ბორჯღალოსნები” მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდნენ მეტოქეზე და ბოლო წუთამდე მაქსიმუმს აკეთებდნენ მოედანზე.
ამ გამარჯვების შემდეგ ჩვენმა ნაკრებმა A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, პლეი-ოფში ისინი პორტუგალიის ან რუმინეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი