spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომელ აბიტურიენტებს საგამოცდო დღეების განმავლობაში უფასო ტრანსპორტი მოემსახურებათ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ “საზოგადოებრივი ტრანსპორტის“ სამსახურის ინიციატივით, ბორჯომელ აბიტურიენტებს საგამოცდო დღეების განმავლობაში უფასო ტრანსპორტი მოემსახურებათ. 

 

4, 5, 6, 8, 11, 12,13, 18, 19, 22 ივლისს, მუნიციპალური ავტობუსები ახალციხის მიმართულებით, ქალაქის ცენტრალური მოედნიდან  07:00 საათზე გავლენ. 

 

“საზოგადოებრივი ტრანსპორტი აბიტურიენტებსა და მათ გულშემატკივრებს გამოცდის დამთავრებამდე დაელოდება და მათ ბორჯომში დაბრუნებას უზრუნველყოფს.

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტი ყველა აბიტურიენტს წარმატებას უსურვებს!”, – აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები