spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში ანსამბლ “ბორჯომის” 50 წლის საიუბილეო კონცერტი გაიმართა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი მეუღლესთან მაკა მთიულიშვილთან ერთად ანსამბლ “ბორჯომის” 50 წლის საიუბილეო კონცერტს დაესწრო, რომელიც ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გაიმართა. კონცერტს თვითმმართველობის წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

ემოციებით სავსე იყო ანსამბლ “ბორჯომის” 50 წლის იუბილე, რომელიც ანსამბლის სამმა თაობამ განსაკუთრებული კონცერტით აღნიშნა.

 

კონცერტის ფარგლებში, ფოლკლორულ სიმღერებთან ერთად ანსამბლის წევრებმა ქალაქური სიმღერებიც შეასრულეს.

 

“მოხარული ვარ, რომ დღეს წილად მხვდა ბედნიერება დავსწრებოდი ქართული მრავალხმიანი სიმღერის ზეიმს – ანსამბლ “ბორჯომი” საიუბილეო საღამოს. ჩვენი ქალაქის კულტურული ცხოვრება წარმოუდგენელია ანსამბლისა და მისი შემოქმედების გარეშე. ანსამბლი “ბორჯომი“ არა მარტო ჩვენი ქალაქის, საქართველოს სახეა. მათ უდიდესი წვლილი შეიტანეს და შეაქვთ რეგიონისა და ქვეყნის პოპულარიზაციის საქმეში. ანსამბლის წევრებმა დაუღალავი, ნაყოფიერი შრომითა და ნიჭით დაიმსახურა ხალხის უზომო სიყვარული. გისურვებთ მომავალში უფრო და უფრო მეტ შემოქმედებით წარმატებას და წინსვლას“, – განაცხადა ოთარ არბოლიშვილმა.

 

წლების განმავლობაში ანსამბლი “ბორჯომი“ არაერთი ჯილდოსა და პრიზის მფლობელი გახდა. საიუბილეო კონცერტი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები