spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის მერიამ აპრილის თვეში სოციალურ პროგრამებზე 187 488 ლარის დაფინანსება გასცა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალური პროგრამების ფარგლებში, აპრილის თვეში 187 488 ლარის დაფინანსება გასცა.აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა დახმარება 771 ბენეფიციარს გაუწია.

 

“144 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის 103 324 ლარი გამოიყო.

 

მედიკამენტების შესაძენად 80 ბენეფიციარი 13 643 ლარით დაფინანსდა.

 

ონკოლოგიური დაავადებების მქონე 20 პაციენტი 14 278 ლარით დაფინანსდა.

 

სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს შშმ პირებმა, დედმამით ობლებმა და სხვა ბენეფიციარებმა.

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტში 23-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება. პროგრამის მთავარი მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა მხარდაჭერა”, – აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები