spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის მერიამ სოციალური პროგრამების ფარგლებში, თებერვალში 165 135 ლარის დაფინანსება გასცა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალური პროგრამების ფარგლებში, თებერვლის თვეში 165 135 ლარის დაფინანსება გასცა. აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა დახმარება 600-მდე ბენეფიციარს გაუწია.

 

“77 171 ლარი, 80 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის გამოიყო. მედიკამენტების შესაძენად 72 ბენეფიციარი 12 224 ლარით დაფინანსდა.

 

ონკოლოგიური დაავადებების მქონე 28 პაციენტი 28 390 ლარით დაფინანსდა. 

 

სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს შშმ პირებმა, დედ-მამით ობლებმა და სხვა.

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტში 23-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება. პროგრამის მთავარი მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი მხარდაჭერა“, – აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები