spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის მერიის სტუდენტთა წახალისების პროგრამას კერძო უნივერსიტეტებიც დაემატა

მიმდინარე წლიდან ბორჯომის მერიის სტუდენტთა წახალისების პროგრამას,  რომელიც ითვალისწინებდა სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო პროგრამების წარმატებული სტუდენტების ფულადი თანხით დაჯილდოებას, კერძო უნივერსიტეტებიც დაემატა. 

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფულადი ჯილდო გაიცემა სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

 

არის საქართველოს მოქალაქე;  განცხადების შემოტანის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;  ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში გავლილი აქვს სწავლების არანაკლებ 9-წლიანი კურსი; არის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი; სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91 –100 ქულა (A კატეგორია – ფრიადი); აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი. რა დოკუმენტაციის წარდგენაა სავალდებულო ფულადი ჯილდოს მისაღებად? პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;  ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში არანაკლებ 9 წელი სწავლების კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი; ამონაწერი ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ; (ნიშნების ფურცელი) საბანკო რეკვიზიტები.
ფულადი ჯილდო ერთ წარმატებულ სტუდენტზე სემესტრში 1000 ლარს შეადგენს.

 

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს აღნიშნული პროგრამით,  ბორჯომის მუნიციპალიტეტში 62 წარჩინებული სტუდენტი დაფინანსდა.

 

ბიუჯეტიდან აღნიშნული მიზნისთვის გაიცა 101 000 ლარი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები