spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის მერმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

1989 წლის 9 აპრილიდან 33 წელი გავიდა. ბორჯომის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა, მერის მოადგილემ იოსებ რაზმაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალთან პატივი მიაგეს თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას და მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. 

 

მამა იოანემ (ხეცურიანი) დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა, რომლის დასრულების შემდეგ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით ადგილზე ღონისძიება გაიმართა.

 

“9 აპრილი ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღია. ზუსტად 33 წლის წინ სრულიად საქართველო გაერთიანდა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. პატივს მივაგებ გმირების ხსოვნას, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას“, – განაცხადა ოთარ არბოლიშვილმა. 

 

33 წლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ათასობით ადამიანი მოიწამლა. მშვიდობიანი მომიტინგეები საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ითხოვდნენ. ქართველმა ხალხმა 9 აპრილი ეროვნულ დღესასწაულად და ეროვნული ერთიანობის დღედ გამოაცხადა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები