spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის მერმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

ბორჯომის მერმა ოთარ არბოლიშვილმა და ბორჯომის მერიის  ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის  განყოფილების ხელმძღვანელებმა, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.

ხელისუფლების წარმომადგენლები მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნენ და სამუშაოების მიმდინარეობის ხარისხი შეისწავლეს.

ასევე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა მამა ანდრიასთან ერთად სოფელ ყვიბიში  ათანასე ათონელის სახელობის მამათა მონასტრის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

 

ბორჯომში ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები:

 

აღმაშენებლის N35, მესხეთის N35 და N61 -ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია.

 

სოფელ ყვიბისში ე.წ დარბაიძეების, შუბითიძეების, ხაჩიძეებისა და ციცქიშვილების უბანში, გზის 1 კილომეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. ასევე მოეწყობა 400 მეტრზე სანიაღვრე არხი. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 459  001 ლარია გამოყოფილი.

 

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ბორჯომში, კოსტავას სახელობის მოედნისა და პატარა პარკის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.

 

პროექტის ფარგლებში, მოედანზე დაიგო ქვაფენილი, მოეწყობა ფეხით სავალი ნაწილები და დასასვენებელი სივრცე. კოსტავას სახელობის პატარა პარკში მიმდინარეობს ფეხით სავალი ნაწილების რეაბილიტაცია. მოეწყობა საბავშვო გასართობი სივრცე, ღია კინოთეატრი, ჭადრაკის დაფა, დასასვენებელი ფანჩატური, პერგოლა, კაფე, არსებულ შადრევანს ჩაუტარდება რეაბილიტაცია. დამონტაჟდება დეკორატიული ურნები, სკამები, გარეგანათების ლამპიონები და წყლის ბიუვეტი. სრულად გამწვანდება პარკის ტერიტორია.

 

პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 4 მილიონ 200 ათასი ლარით ფინანსდება. 

 

ასევე, აქტიურად მიმდინარეობს სილამაზის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები. რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილია დაზიანებული ხის მასალის ამოცვლა და სავალ ნაწილის მოწყობა ასფალტო-ბეტონის საფარით.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები