ბორჯომის მოსახლეობის ინიციატივით გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე არსებულ სკვერს, ცნობილი ქართველი მომღერლის, წარმოშობით ბორჯომელი ზურაბ დოიჯაშვილის სახელი მიენიჭა.
ასევე, რუსთაველის ქუჩაზე არსებულ სკვერს, დამსახურებული ექიმის მიხეილ თვაურის სახელი მიენიჭა; დაბა წაღვერში არსებულ სკვერს კი ქართველი მეომრის სოსო მღებრიშვილის სახელი ეწოდა.
აღნიშნულ საკითხზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა დღეს, 25 მარტს, საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს. საკითხს დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.