spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის მუნიციპალიტეტი დამეგობრებული ქალაქ პოლტავისთვის ჰუმანიტარული დახმარებას გაწევას იწყებს

ბორჯომის მუნიციპალიტეტი ბორჯომთან დამეგობრებული უკრაინული ქალაქ პოლტავისთვის ჰუმანიტარული დახმარებას გაწევას იწყებს. 

 

“დღეს უკრაინა და ქალაქი პოლტავა განსაცდელის წინაშე დგანან და მათ ჩვენი დახმარება ესაჭიროებათ. 

 

ბორჯომის მერიას აქტიური კომუნიკაცია აქვს ამ ქალაქების წარმომადგენლებთან და ჰუმანიტარული აქციაც მათი საჭიროებების მიხედვით იგეგმება. ქალაქის მერია ჰუმანიტარულ აქციას დღეიდან იწყებს. მეგობარი უკრაინული ქალაქები დასახმარებლად, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრები გათვალისწინებული იქნება უკრაინელი ხალხისთვის პირველადი მოხმარების აუცილებელი ნივთების შესაძენად. 

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია აქციაში ჩართვისკენ მოუწოდებს სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნესს, ყველა რიგით ბორჯომელს.

 

ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას ქალაქის მერია საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს. 

 

აქციაში ჩართვის მსურველებმა ინფორმაციისთვის უნდა დარეკონ მერიის საინფორმაციო ნომერზე – 0367 22 44 99“,- აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები