ყაზახეთის ქალაქ ატირაუში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილმა და ბორჯომში ყაზახეთის საკონსულოს საპატიო წარმომადგენელმა, კომპანია ,,IDS ბორჯომი-საქართველოს” პრეზიდენტმა ლევან ბაღდავაძემ ქალაქ ატირაუს ხელმძღვანელ პირებთან ერთად კომპანია “დაულეს” ინდუსტრიული ზონა დაათვალიერეს.
საქართველოს დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ წისქვილის მუშაობას, მაკარონის წარმოებას, წყლისა და პურის პროდუქციასა და სამკერვალო სახელოსნოს მუშაობას.
ცნობისთვის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ყაზახეთის ქალაქ ატირაუში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.