spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით დაბა ახალდაბაში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით დაბა ახალდაბაში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა.

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში,  სრულად განახლდა შენობის ფასადი, შენობის პირველ სართულზე შეიცვალა კარ-ფანჯარა, ასევე, განხორციელდა შიდა კიბის რეაბილიტაცია.

 

საბავშვო ბაღის შენობაზე მზის ენერგიის პანელები განთავსდა, რომლის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიითაც ისარგებლებს საბავშვო ბაღი, რაც  ხელს შეუწყობს სახელმწიფო სახსრების დაზოგვას და შეამცირებს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას.

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება, რაც სასწავლო-სააღმზრდელო გარემოს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები