ბორჯომის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები მიმდინარეობს.
დაბა წაღვერში, სოფელ მზეთამზეში, ტიმოთესუბანში და დაბაში გამართულ შეხვედრებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, სამცხის მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. წაღვერის თემში მცხოვრებლებმა შეხვედრებზე დასახლებებში არსებული საჭიროებები განიხილეს და ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს მიმდინარე წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 436 000 ლარი გამოეყო, რასაც ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული 872 000 ლარი დაემატება. თითოეულმა სოფელმა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო.