ბორჯომის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაბა წაღვერში, მზეთამზეში, ტიმოთესუბანში და დაბაში გამართულ შეხვედრებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, საკრებულოს დეპუტატი დაბა წაღვერში კახა თედიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან ერთად სოფლებში არსებული საჭიროებების მოგვარებაზე და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტებზე იმსჯელეს.