spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დასახლებებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გრძელდება

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გრძელდება.

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ დვირში, ჭობისხევში, ქვაბისხევში, ჩითახევსა და ლარებში გამართულ შეხვედრებს სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე შოთა როსტიაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

დვირის თემში მცხოვრებლებმა შეხვედრებზე დასახლებებში არსებული საჭიროებები განიხილეს და ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს მიმდინარე წელს “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები.

 

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 436 000 ლარი გამოეყო, რასაც ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული 872 000 ლარი დაემატება. თითოეულმა სოფელმა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები