ბორჯომის მუნიციპალიტეტის „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური” მუნიციპალიტეტში მასშტაბურ საგაზაფხულო დასუფთავების სამუშაოებს ახორციელებს.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ინტენსიურ რეჟიმში ხდება საფეხმავლო ბილიკებისა და მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ავტომოსაცდელების, მოაჯირებისა და ურნების რეცხვა. ასევე, ბორჯომში მოსული უხვი ნალექის გამო, ქვა-ღორღისაგან იწმინდება ქალაქის ქუჩები.