spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, ყველა ოჯახი ახალდაბადებულ ბავშვზე ფულად დახმარებას მიიღებს

ბორჯომის მუნიციპალიტეტი მოსახლეობის დაავადებათა პრევენციის, შემდგომი მკურნალობის ხელშეწყობისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, 23 პროგრამას ახორციელებს. 2025 წელს 11 პროგრამაში ცვლილება განხორციელდა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ერთ-ერთი ცვლილების მიხედვით, ახალშობილის ოჯახი 2 წლის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებს.

ასევე, ყველა ოჯახს (მშობლები აუცილებლად ბორჯომის მუნიციპალიტეტში უნდა იყვნენ რეგისტრირებულები) ახალდაბადებულ ბავშვზე ერთჯერადად პირველ შვილზე 1000 ლარი, მეორე შვილზე 2000 ლარი, მესამე შვილზე 3000 ლარი, მეოთხე შვილზე 4000 ლარი, მეხუთე შვილზე 5000 ლარი და ა.შ ჩაერიცხებათ. ტყუპების შეძენის შემთხვევაში მშობლებს 3000 ათასი ლარი ჩაერიცხებათ.

აღნიშნული პროგრამით ის ოჯახებიც ისარგებლებენ, რომელთა ახალშობილიც 2024 წლის დეკემბერში დაიბადა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები