ბორჯომის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა დღის ცენტრი “თებეს” ბენეფიციარებმა მიიღეს. საღამო სამუსიკო სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული მუსიკალური ნომრების ფონზე მიმდინარეობდა.
ღონისძიების დასასრულს დღის ცენტრი “თებეს” და სარეაბილიტაციო ცენტრი “ხედვა, ზრუნვა, მხარდაჭერას” წარმომადგენლებს პროფესიულ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დიპლომები გადაეცათ. ღონისძიების დაწყებამდე კი ბენეფიციარ დავით ხადურის დედის მაია აბზიანიძის ნახატების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
საღამოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ტაბატაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ფერაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საბჭოს წევრები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.
ღონისძიება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩატარდა, ორგანიზატორი კი გენდერული თანასწორობის საბჭოა.
შემდეგი ღონისძიება – შეხვედრა ფსიქოლოგ ზურაბ მხეიძესთან, 5 დეკემბერს, 16:00 საათზე, სამუსიკო სკოლაში გაიმართება.