ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, ახალგაზრდული ბანაკის ფარგლებში, 100-მდე ბორჯომელი ახალგაზრდა დაბა ბაკურიანში იმყოფებოდა.
ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ სპორტულ, საგანმანათლებლო და გასართობ აქტივობებში.
ახალგაზრდებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ლევან თედიაშვილი, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობასთან ურთიერთობისა და ტურიზმის განყოფილების სპეციალისტი ლანა გიორგიძე და ბანაკის ორგანიზატორი გოდერძი ჭოლაძე.