spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით და დაფინანსებით, მზეთამზეში სამდღიანი საზაფხულო-ახალგაზრდული ბანაკი მოეწყო

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით და დაფინანსებით, საკურორტო სოფელ მზეთამზეში სამდღიანი საზაფხულო-ახალგაზრდული ბანაკი მოეწყო. 

 

ბანაკში ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ახალგაზრდული საბჭოს წევრები იმყოფებოდნენ.

 

ტრენინგი საბჭოს წევრებისთვის შემდეგ თემებზე გაიმართა  – ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესი; ადგილობრივი თვითმმართველობა და მისი უფლებამოსილებები; ადგილობრივი ახალგაზრდული პოლიტიკა, მონაწილეობის არსი, მნიშვნელობა და შესაძლებლობები; მონაწილეობა თვითმმართველობის, ადგილობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებაში.

 

ტრენინგის დასასრულს საბჭოს არჩევნები ჩატარდა, სადაც წევრებმა ახალგაზრდული საბჭოს ხელმძღვანელი პირები აირჩიეს – თავმჯდომარე ნატალი ტალახაძე იქნება,  მოადგილე მარიამ ტაბატაძე, ხოლო მდივანი – ლიკა ხელისუფალი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები