spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ვაქცინაციის პროცესში ჩაერთნენ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის  მერი ოთარ არბოლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ელზა კუჭუხიძე ვაქცინაციის პროცესში ჩაერთნენ. 

 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ბორჯომის “ჯეო ჰოსპიტალსში” „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრნენ.

 

“მოვიხადე ჩემი მოქალაქეობრივი ვალი და კოვიდ19-ის საწინააღმდეგო აცრა ჩავიტარე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩემს თანამოქალაქეებს  მოვუწოდო, რომ აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. ვაქცინაცია ერთადერთი გზაა პანდემიის დასამარცხებლად. ვაქცინა იცავს სიცოცხლეს!“ – განაცხადა ოთარ არბოლიშვილმა.

 

“ფაიზერის  ვაქცინით ავიცერი. თავს ვგრძნობ მხნედ და უკვე დაცულად. ვაქცინაციით შესაძლებელია მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. ეს არის ერთადერთი გზა COVID-19-ის დასამარცხებლად და ცხოვრების ნორმალური რეჟიმის დასაბრუნებლად. ყველას მინდა მოვუწოდო, გაითვალისწინონ ექიმების რჩევები და ჩაიტარონ ვაქცინაცია დროულად”, – განაცხადა დავით ზაალიშვილმა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები