spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ყაზახეთის დელეგაციას უმასპინძლეს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ყაზახეთის ქ. ატირაუდან სამუშაო ვიზიტით მყოფ დელეგაციას უმასპინძლეს. 

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საინვესტიციო თანამშრომლობის, სავაჭრო, ეკონომიკური, საგანმანათლებლო, სპორტული, კულტურული და ტურიზმის განვითარების აქტუალური საკითხები განიხილეს. 

 

ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების ძირითადი მიზანი ტურიზმის განვითარებაა, რაც გულისხმობს 12 თვის განმავლობაში აღნიშნული ქალაქიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში დამსვენებელთა კიდევ უფრო დიდი ნაკადის შემოსვლას, ასევე, ადგილობრივი სასტუმროებით, სანატორიუმებითა და მათში არსებული სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროცედურებით დაინტერესებას, რომელთა უნიკალური თვისებების გარანტი სწორედ მინერალური წყალი „ბორჯომია“. 

 

სამუშაო შეხვედრის შემდეგ, ქ. ატირაუს დელეგაციისათვის, IDS ბორჯომი-საქართველოს N1 და N2 ჩამომსხმელ ქარხნებში საინფორმაციო ტური გაიმართა. ისინი ადგილზე გაეცნენ ქარხნების მუშაობის სპეციფიკას, როგორ ისხმება მსოფლიოში ცნობილი „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“. რის შემდეგაც საინფორმაციო ტური სანატორიუმ „ბორჯომი პალასსა“ და სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ გაგრძელდა. დელეგაცია სასტუმროების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა და სწორედ მათგან მოისმინა თუ როგორ მუშაობენ, რა სახის შეთავაზებები აქვთ სტუმრებისათვის, რა ტიპის სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროცედურებით სარგებლობა შეუძლიათ დამსვენებლებს და სხვ. 

 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქ. ატირაუდან სამუშაო ვიზიტით მყოფი დელეგაცია დაბა ბაკურიანსაც ესტუმრა, სადაც მათ ბაკურიანის საბაგიროები და სასტუმროები მოინახულეს. შემდეგ კი უნიკალურ, ტბაში შეჭრილ სოფელ ტაბაწყურსაც ეწვივნენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები