ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ანდეზიტში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გზის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს სოფელ ანდეზიტში, შიდა ჩიხების მოასფალტებას. ჯამში, დასახლებაში გზის საფარის 1 700 მეტრიანი მონაკვეთი მოეწყობა.
ანდეზიტში გზის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 148 417 ლარი გამოიყო, სამუშაოებს შპს “ბილტმორი” ასრულებს.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მიმდინარე წელს, ჯამში 8 კილომეტრამდე გზა მოეწყობა.