spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულების ეტაპზეა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში: მოლითში, ჭიხარულაში, ბალანთასა და ტაბაწყურში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დასრულების ეტაპზეა.

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ბალანთასა და ჭიხარულაში საბავშვო სკვერები მოეწყო, მოლითში სპორტული ტრენაჟორები, ხოლო ტაბაწყურში სასმელი წყლის სისტემა.

 

საკონსულტაციო შეხვედრები ბორჯომის მუნიციპალიტეტის 33 სოფელში გაიმართა. სოფლის კრებებზე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს ის პრიორიტეტული პროექტები, რომელთა განხორციელებასაც დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა მოხმარდება.

 

2023 წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე ცენტრალური ბიუჯეტიდან 436 000 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 872 000 ლარი გამოიყო.

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიზანია სოფლებში სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების დაფინანსება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები