spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანეთში მზის ელექტროსადგურები დამონტაჟდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანეთში, ე.წ. კოდიანზე, გუჯარეთის ხეობასა და თორში, სადაც მოსახლეობა სეზონურად მესაქონლეობას ეწევა, მზის ელექტროსადგურები დამონტაჟდა.

მზის პანელის სიმძლავრე საკმარისია ერთდროულად რამდენიმე საყოფაცხოვრებო ტექნიკის ჩასართავად.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტერიტორიაზე ჯამში, 12 კუნძულოვანი მზის ელექტროსადგურის სისტემა მოეწყო, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 139 216 ლარი გამოიყო.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ე.წ. კოდიანს, გუჯარეთის ხეობასა და თორს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები