spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე აბიტურიენტებს შეხვდნენ

დღეს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი იმ აბიტურიენტებს შეხვდნენ, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ახალციხეში გაემგზავრენ.

 

მუნიციპალიტეტის მერმა აბიტურიენტებს ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

 

“თითეოეულ თქვენგანს წარმატება მინდა გისურვოთ. თქვენს ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო, მაგრამ ამავე დროს რთული და პასუხისმგებლობით აღსავსე პერიოდი იწყება, როცა უნდა დაეუფლოთ მომავალ პროფესიას, გახდეთ ნამდვილი პროფესიონალები და გამოადგეთ, როგორც მშობლიურ ქალაქს, ასევე ჩვენს ქვეყანას. ჩვენი, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის სურვილია, კავშირი არ გაწყვიტოთ მშობლიურ ქალაქთან, დაგეხმარებით სტაჟირება გაიაროთ მუნიციპალიტეტის მერიაში, გთავაზობთ თანამშრომლობას მნიშვნელოვანი საკითხების ერთად გადაწყვეტაში, რადგან თქვენ ხართ თაობა, რომელზეც დგას ქვეყნის წარმატებული მომავალი“,- განაცხადა ბორჯომის მერმა.

 

ბორჯომელ აბიტურიენტებსა და მათ გულშემატკივრებს საგამოცდო დღეებში საგამოცდო ცენტრის მიმართულებით უფასო ტრანსპორტი მოემსახურებათ. (პირველი სესია)

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები