spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 659 ბენეფიციარს 100-100 ლარით დაეხმარა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სოციალურ პროგრამაში ჩართულ 659 ბენეფიციარს 100-100 ლარით დაეხმარა. 

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფულადი თანხა მიიღეს: 18 წლამდე ასაკის 4 და მეტ შვილიანმა ოჯახებმა; დედ-მამით ობოლმა 18 წლამდე ასაკის ბავშვებმა; 18 წლამდე ასაკის შშმ პირებმა; მარტოხელა მშობლებმა; დიდი სამამულო ომის ვეტერანებმა; დიდი სამამულო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულმა პირებმა; დიდ სამამულო ომში გარდაცვლილი ოჯახის წევრებმა;ომის შემდგომ პერიოდში გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომის მონაწილე ვეტერანებმა; (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 160 000-ს) საქართველოს მთლიანობისთვის ომის ინვალიდებმა (მათ შორის დევნილებიც) ავღანეთის ომის ვეტერანებმა; ჩერნობილის ავარიის დროს მოწამლულმა პირებმა; 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევისას მოწამლულმა პირებმა;

 

“ბენეფიციარებს აღნიშნული პროგრამით სარგებლობა წელიწადში 2-ჯერ როგორც აღდგომის ასევე ახალი წლის დღესასწაულზე შეუძლიათ.

 

მუნიციპალიტეტში 23 სოციალური პროგრამა მოქმედებს, რომლის მთავარი მიზანი სოციალურად დაუცველ ადამიანთა ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება და მორალური მხარდაჭერა წარმოადგენს“, – აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები