ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალი NEW HOLLAND თანამედროვე ტიპის ტრაქტორი შეიძინა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ხვნა-თესვისთვის გამოიყენება.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალი ტრაქტორი ბორჯომის მუნიციპალიტეტის 33 სოფლის მოსახლეობას უფასოდ ემსახურება მიწის დამუშავებაში.
“პროგრამის მიზანია, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ხელშეწყობა, რათა არ დარჩეს არცერთი კვადრატული მეტრი მიწის ფართობი დამუშავების გარეშე”, – აღნიშნავენ მუნიციპალიტეტის მერიაში.