ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 11 პირს ეტლი გადასცა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ იოსებ რაზმაძემ და ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის სამსახურის უფროსმა მიხეილ ხუციშვილმა რამდენიმე ბენეფიციარს ეტლები პირადად სახლში მიუტანეს.
ეტლების შეძენა ბორჯომის მერიის თანადგომით, საერთაშორისო ასოციაციამ ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის” უზრუნველყო.
როგორც მერიაში აცხადებენ, ეტლის გადაცემის მოთხოვნით ბორჯომის მუნიციპალიტეტში 11 განცხადება იყო შესული, მერიამ მოქალაქეების მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა.